Wednesday, July 11, 2018

პროექტის მე-9 დღეს ,გავეცანით ერთმანეთის პროექტის საბოლოო ვერსიას, წარმოვადგინეთ პრეზენტაციები, პრეზენტაციები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. გმადლობ კოლეგებო და ქ.ნ მაია, ნაყოფიერი მუშაობისთვის.

Monday, July 9, 2018

მერვე დღე. დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, ანუ როგორ გავუწევთ ფასილიტაციას მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში, მოგვეცა შესაბამისი დავალება . გადავხედეთ პორთფოლიოს, შევიტანეთ შესწორებები ,ავტვირთეთ დრაივზე  და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
"ჩემი ქუჩა ,ჩემი ისტორიაა"

Friday, July 6, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღეს,განვიხილეთ საშინაო დავალება, ტრენერის ლექციის შემდეგ , შევავსეთ გეგმის შაბლონის გვერდები , რომელიც გათვლილი იყო არაქართველ,სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების და ნიჭიერი ბავშვებისთვის..შემდეგ მოვახდინეთ გაზეთის გაცნობა მეწყვილესთან , გაუზიარეთ საკუთარი შეხედულებები და გავუკეთეთ კომენტარი.გადავავლეთ თვალი საქაღალდის თითიოეულ გვერდს,ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვაწოდა ინფორმაცია , რა ტიპის აქტივობები უნდა გვქონდეს გვერდებზე განთავსებული ...

Wednesday, July 4, 2018

მოგესალმებით. ტრენინგის მეექვსე დღეს წარმოვადგინეთ საშინაო დავალება -კედლის გაზეთი. კედლის გაზეთის სრულყოფისათვის შევასრულეთ სამუშაოები. ვისაუბრეთ და გავეცანით მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს. მოგვეცა საშინაო დავალება---შევქმნათ ჩვენს პროექტთან მისადაგებული შეფასების რუბრიკები.

Monday, July 2, 2018

დღე მეხუთე. დღეს განვიხილეთ შესრულებული საშინაო დავალებები, ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი, გავწერეთ პროცედურები პროექტის ფარგლებში, მოვამზადეთ პრეზენტაცია, ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა და განთავსება.წყვილებში გავეცანით კოლეგები ერთმანეთის პროექტის გეგმას და პრეზენტაციას. შევაფასეთ ნამუშევრები და გავაკეთეთ კომენტარები.

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, June 26, 2018

მოგესალმებით. ტრენინგის მეოთხე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ საგნის სწავლების სტანდარტებს და   სრულყოფილად მოვახდინეთ მისადაგება ჩვენს პროექტთან. ჯგუფში წარმოვადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები , ვისაუბრეთ მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევევებზე ,რომელიც უნდა გამოვიყენოთ პროექტის განხორციელებისას. ვისაუბრეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპების შეფასების ინსტრუმენტებზე. მოგვეცა საშინაო დავალება.

Monday, June 25, 2018

მოგესალმებით, დღეს განვიხილეთ სახლში დასრულებული ბუკლეტები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , შევავსეთ შაბლონში  სხვადასხვა ველი , ჩვენს პროექტს მივუსადაგეთ ეროვნული სტანდარტის შინაარსი და ინდიკატორი. გავწერეთ მისაღწევი შედეგები .
                                                             ტრენინგის მეორე დღე

მოგესალმებით. დღეს  გავეცანით სხვადასხვა ტიპის ბროშურებისი და ბუკლეტის დამზადებას. გავაკეთეთ ბუკლეტი, რომელზეც ჩვენი პროექტიდან გამომდინარე დავიტანეთ სხვადასხვა გამომსახველობითი ელემენტები და  განვათავსეთ  შინაარსი.ინტერნეტის არაარსებობის გამო , დღის შეჯამება დაგვიანებით განვათავსე ბლოგზე. <3 <3

Monday, June 18, 2018

                                                           18. 06 2018
გამარჯობათ, დღეს დავიწყეთ სატრენინგო კურსის გავლა ,რომლის სახელწოდებაცაა :"პროექტებით სწავლება". გავეცანით ინტელ ვიუერს, შევქმენით საქაღალდეები, ვიხილეთ უცხოელი და ქართველი კოლეგების განხორციელებული მრავალფეროვანი პროექტები , რომელიც სხვადასხვა დისციპლინებს მოიცავდა და სწავლების განსხვავებულ, ზოგჯერ ორიგინალურ მიდგომებს გვთავაზობდა.გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს , შემდეგი გაკვეთილისთვის დავგეგმეთ პროექტის  სახელწოდების და ზოგადი  კონცეფციის წარდგენა აუდიტორიისთვის .