Tuesday, June 26, 2018

მოგესალმებით. ტრენინგის მეოთხე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ საგნის სწავლების სტანდარტებს და   სრულყოფილად მოვახდინეთ მისადაგება ჩვენს პროექტთან. ჯგუფში წარმოვადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები , ვისაუბრეთ მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევევებზე ,რომელიც უნდა გამოვიყენოთ პროექტის განხორციელებისას. ვისაუბრეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპების შეფასების ინსტრუმენტებზე. მოგვეცა საშინაო დავალება.

Monday, June 25, 2018

მოგესალმებით, დღეს განვიხილეთ სახლში დასრულებული ბუკლეტები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , შევავსეთ შაბლონში  სხვადასხვა ველი , ჩვენს პროექტს მივუსადაგეთ ეროვნული სტანდარტის შინაარსი და ინდიკატორი. გავწერეთ მისაღწევი შედეგები .
                                                             ტრენინგის მეორე დღე

მოგესალმებით. დღეს  გავეცანით სხვადასხვა ტიპის ბროშურებისი და ბუკლეტის დამზადებას. გავაკეთეთ ბუკლეტი, რომელზეც ჩვენი პროექტიდან გამომდინარე დავიტანეთ სხვადასხვა გამომსახველობითი ელემენტები და  განვათავსეთ  შინაარსი.ინტერნეტის არაარსებობის გამო , დღის შეჯამება დაგვიანებით განვათავსე ბლოგზე. <3 <3

Monday, June 18, 2018

                                                           18. 06 2018
გამარჯობათ, დღეს დავიწყეთ სატრენინგო კურსის გავლა ,რომლის სახელწოდებაცაა :"პროექტებით სწავლება". გავეცანით ინტელ ვიუერს, შევქმენით საქაღალდეები, ვიხილეთ უცხოელი და ქართველი კოლეგების განხორციელებული მრავალფეროვანი პროექტები , რომელიც სხვადასხვა დისციპლინებს მოიცავდა და სწავლების განსხვავებულ, ზოგჯერ ორიგინალურ მიდგომებს გვთავაზობდა.გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს , შემდეგი გაკვეთილისთვის დავგეგმეთ პროექტის  სახელწოდების და ზოგადი  კონცეფციის წარდგენა აუდიტორიისთვის .